მიხეილ სააკაშვილი: დღე და ღამე ვმუშაობ იმაზე, რომ ივანიშვილი ძალიან მალე მოშორდეს საქართველოს (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2- ის” საქმეზე სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებასა და შემდგომ განვითარებულ პროცესებს “ფეისბუქლაივის” საშუალებით გამოეხმაურა.
მან ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი ახლა მაყურებელს განსაკუთრებულად სჭირდება.
“აქ ევროპაზე აქცენტი, ჩემი აზრით, საერთოდ ზედმეტია იმიტომ, რომ, უბრალოდ, ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით გააკეთა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა – ივანიშვილმა ე.წ. ქართულ სასამართლოში. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, როგორც კი მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე, ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როცა ივანიშვილი მოშორდება, საქართველოს, რომელზეც ჩაბღაუჭებულია, ძალიან მალე დადგეს. გპირდებით, რომ ეს მომენტი ძალიან, ძალიან მალე დადგება. დღე და ღამე ვმუშაობ ამაზე და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი სხვა ადამიანია ჩართული ამ საქმეში და ივანიშვილის საქმე, ყველა შემთხვევაში, წასულია. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და სწრაფი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები