ეკა გიგაური: სტრასბურგის სასამართლოს სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება არასწორია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება არასწორია. მისივე თქმით, ასევე, არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ იქ, თითქოს, ვიღაც მოსყიდულია.
“ჩვენ უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რაც გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სტრასბურგმა, უნდა შესრულდეს. რაც შეეხება იმ განცხადებებს, თითქოს, ვიღაც მოსყიდულია სტრასბურგში – ეს არასერიოზულია და ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. შეიცვლება თუ არა სარედაქციო პოლიტიკა, ცხადია, დღეს ჩვენ ამის შესახებ არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ, ამ ჩვენი ქვეყნის ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც წესი, როცა იცვლება მეპატრონე, იცვლება სარედაქციო პოლიტიკა. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ახალმა მეპატრონემ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს, უნდა იყოს დაცული ყველა ჟურნალისტის უფლება და ისინი სამსახურიდან კანონდარღვევით არ გაათავისუფლონ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები