“არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპული სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლო პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენ სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა, ალბათ, იმასაც, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე „რუსთავი 2-ის” საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
“არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპული სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლო პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენს სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა, ალბათ, იმასაც, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით. შედეგად ვღებულობთ იმას, რომ დამოუკიდებელი ობიექტური თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან საგრძნობლად ასუსტებს. ოპოზიციას არ შეეძლო, არ გაეკეთებინა განცხადება იმ რეიდერულ ხელში ჩაგდებებზე, რაც ხელისუფლებამ განახორციელა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. ჩვენს ამ წუხილს უერთდება სრულიად სამოქალაქო საზოგადოება, აქ მყოფი ოპოზიციური სპექტრი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვითხოვდით, ვთხოვდით ამ დროის განმავლობაში, რომ ხელისუფლებას არ გადაეფორმებინა ტელევიზია ე.წ. მფლობელისთვის და დალოდებოდა დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც მან არაერთხელ განახორციელა პოლიტიკური პატიმრებთან მიმართებით, კერძოდ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.