საბერძნეთში, საქართველოს საკონსულოში მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების შეტყობინება არ შესულა

ათენში, ძლიერი მიწისძვრის გამო, საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში, თბილისის დროით 16:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ათენთან 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი 2 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება, თუმცა უცხოური მედია წერს, რომ პანიკაში მყოფი მოსახლეობა შენობებს ტოვებდა და ქუჩაში გარბოდა.
Independent-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, რის გამო ქვეყნის სამაშველო სამსახურში უამრავი შეტყობინება შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი ლიფტებში აღმოჩნდა ბლოკირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები