ტელეკომპანია „იმედის“ აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა

ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაციას თავად ცხვიტავა ადასტურებს. გიორგი ცხვიტავა აცხადებს, რომ ის მედიაჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე იწყებს მუშაობას.
ის ამ პოსტზე 3 დღის წინ დაინიშნა. შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც და გიორგი ბახტაძე, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა.
ცხვიტავას თქმით, საკადრო ცვლილებები არხზე არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები