პაატა სალია „რუსთავი 2-ის“ ფინანსური სამსახურის უფროსსა და HR-ის ხელმძღვანელს შეხვდა

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, პაატა სალია ფინანსური სამსახურის უფროსსა და HR-ის ხელმძღვანელს შეხვდა.
როგორც ტელეკომპანიის ეზოში ახალმა გენდირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას გააცნეს, ზოგადად, ტელევიზიის სტრუქტურა და აუხსნეს, თუ როგორ მუშაობს კომპანია.
„დღეს დილით მოვედი და შევხვდი ფინანსური სამსახურის უფროსს, ირაკლი ნიჟარაძესა და HR-ის ხელმძღვანელს, თამილა გველესიანს. საკმაოდ კარგი და ხანგრძლივი საუბარით მქონდა თამილა გველესიანთან. მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, ასევე, გამაცნო ზოგადად ტელევიზიის სტრუქტურა; ამიხსნა, როგორ მუშაობს კომპანია. ფინანსისტებს, ჯერჯერობით, არ შევხვედრილვარ. ცოტა მოგვიანებით, საღამოს, როდესაც ყველა საინფორმაციო გამოშვება დასრულდება, ყველა ჟურნალისტთან მექნება შეხვედრა. ეს არ იქნება ინდივიდური შეხვედრები, ერთობლივად ყველას შევხდებით ერთ დიდ დარბაზში და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, – განაცხადა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები