“რუსთავი 2”-ის ადვოკატი: სახელმწიფოს მოქმედებამ აზრი დაუკარგა მომავალში დიდი პალატის მისაღებ გადაწყვეტილებას

“რუსთავი 2”-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინ, აღნიშნული ტელეკომპანიის წილების განსაკუთრებული სისწრაფით ქიბარ ხალვაშზე გადაფორმებამ აზრი დაუკარგა მომავალში გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, დიდი პალატის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, იმ დროისთვის ისიც უცნობია რა მდგომარეობა იქნება “რუსთავი2″-ში და საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია.
„გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წილებზე საკუთრების უფლება და ამასთან შეიცვალა გენერალური დირექტორი. ამან ფაქტობრივად აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით მომავალში აღსრულებას. ეს არ ნიშნავს იმას რომ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს. ეს არის ყოფილი დამფუძნებლების მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ალბათ გაასაჩივრებენ ამას დიდ პალატაში. რაც შეეხება შედეგის თვალსაზრისით ვინაიდან ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, დიდი პალატის გადაწყვეტილების მიღების დროს რა მდგომარეობა იქნება „რუსთავი 2-ში“, საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია და შესაბამისად ვფიქრობ, რომ შესაძლოა სახელმწიფოს მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები