ზაზა გაბუნია გიორგი გუგავას განცხადებაზე: დავით გარეჯის საკითხზე ასეთი ე.წ. ვარაუდები, უბრალოდ, უსინდისობაა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია “ლეიბორისტული პარტიის” წევრის, გიორგი გუგავას განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გუგავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გარეჯი „რუსთავი 2“-ში გაცვალა.
მისი შეფასებით, ეროვნული თემების ამ საკითხთან დაკავშირება უსინდისობაა.
„ევროპულმა სასამართლომ, ყველაზე მაღალი რეპუტაციის და ავტორიტეტის სასამართლომ, კონკრეტულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შინაარსი შეუძლებელია აიხსნას რაიმე სხვა ფაქტორით, გარდა ერთისა – სასამართლომ, ტრადიციულად, საქმის დეტალურად გამოკვლევის, მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპებით და მაღალი სტანდარტებით იხელმძღვანელა, იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება და ამის აღქმა და ინტერპრეტირება სხვანაირად, ანუ იმგვარად, რომ მიზეზები ეძებო ამისგან სრულიად დამოუკიდებელ საქმეებში და საკითხებში, სხვა არაფერია, თუ არა ევროპული სასამართლოს წინააღმდეგ მოქმედება მოქალაქეების თვალში მისი რეპუტაციის შელახვისა და დისკრედიტაციის მიზნით. ხოლო უაღრესად მგრძნობიარე, ეროვნული თემების ამ საკითხთან დაკავშირება კი უბრალოდ უსინდისობაა“, – აცხადებს ზაზა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები