მოსკოვში აქტივისტი დააკავეს, რომელსაც კრემლის წინ ცარიელი ფურცელი ეჭირა

მოსკოვში, წითელ მოედანზე პოლიციამ აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი დააკავა, რომელიც სიტყვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების დასაცავად გავიდა.
კონდრატიევს ხელში მხოლოდ სუფთა ფურცელი ეჭირა.
„ვუთხარი, რომ უბრალოდ ცარიელი ფურცლით ვდგავარ და არავის არაფერს არ მოვუწოდებ. ფაქტობრივად, დაკავების და ოქმის შედგენის მიზეზი არ არსებობდა”,-აცხადებს კონდრატიევი.
დაკავებული პოლიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, გამოკითხვის შემდეგ კი ის გაათავისუფლეს.
ცარიელი ფურცლით ქვეყანაში არსებული პრობლომების გაპროტესტება რამდენიმე ქვეყანაში მოხდა.
მაგალითად ყაზახეთში მაისში, აქტივისტი ასლან საგუტდინოვი ცარილიე ფურცლით ხელში სამოქალაქო უფლებების არარსებობას აპროტესტებდა
2017 წლის მაისში ბრესტსა და ბარანოვიჩში მოქალაქეები დააკავეს, რომლების თეთრი ფუცლით მუშებს და რეპრესირებულების სოლიდარობას უცხადებდნენ.
2013 წელს, მოსკოვში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელთაც ხელში თეთრი ფურცლები ჰქონდათ. ამგვარად ისინი აპროტესტებდნენ დაკავებებს „ბოლოტნის საქმეზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები