თეა წულუკიანი: ახლა უკვე აქვთ პროგრესი და თავს ესხმიან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებს

ახლა უკვე აქვთ პროგრესი და თავს ესხმიან სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმას ჯობს მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვეტილება კარგად წაიკითხოს.

,,თუ დასხდებიან და ამ გადაწყვეტილებას წაიკითხავენ, ნახავენ, რომ ევროპელმა მოსამართლეებმა დაუშვებლად მიიჩნიეს მოსამართლე ურთმელიძეზე იმ ტიპის შტურმი და თავდასხმა, რომელსაც ეს პოლიტიკური ძალა აკეთებდა. ახლა უკვე აქვთ პროგრესი და ურთმელიძეს კი არ ესხმიან თავს, არამეს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებს და ამბობენ, რომ რაკი ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება არ არის, ისინი არიან სხვა დიდი ქვეყნის გავლენის ქვეშ,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები