ახალ ნიჩბისში სტიქიის გამო დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება (ვიდეო)

გვიან ღამით სოფელ ახალ ნიჩბისში ძლიერი ქარი და წვიმა დაფიქსირდა. დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ მაკარაშვილების შვიდსულიანი ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება.
მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე და მერის პირველი მოადგილე, გივი გიუტაშვილი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ოჯახს დახმარებას დაპირდნენ.
როგორც ქეთევან სარალაშვილმა აღნიშნა, სახლი წინა სტიქიის შემდეგ მერიის დახმარებით გადახურეს და ახლაც მუნიციპალიტეტის მერიამ აღუთქვა დახმარება.
,,სახლი რამდენიმე თვის წინ გადავხურეთ. წინა სტიქიის დროს გადახდილი სახლისთვის თუნუქის სახურავი მერიამ გადმოგვცა, დილითაც ამოსულები იყვნენ და დახმარებას შეგვპირდნენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის“, – განაცხადა ოჯახის წევრმა ქეთევან სარალაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები