ბოკერია ვაზაგაშვილის საქმეზე: როცა მწვავე ბრძოლა იყო ორგანიზებულ დანაშაულთან, ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილიც მე ვიყავი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იმ პერიოდში, როცა მიმდინარეობდა ძალიან მწვავე ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კრიმინალთან, ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ.
აღნიშნული კომენტარი ბოკერიამ ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
„ის პრობლემა იყო და ეს განაჩენები ამიტომაც დგება. იმ პერიოდში, როცა იყო ძალიან მწვავე ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, კრიმინალთან, ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილიც მე ვიყავი. ამ გადაწყვეტილებამდეც ასეთი შეფასება მქონდა და ახლაც იგივე შეფასება მაქვს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ისა“ და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. სასამართლომ ვაზაგაშვილების სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. „რუსთავი 2-ი“ს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები