აკაკი ბობოხიძე: სანდოობის თვალსაზრისით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეჭვის ქვეშ ვერ დავაყენებ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ საქმის დიდ პალატაში განხილვამდე საჯარო რეესტრს დაჩქარებულ ვადებში ქიბარ ხალვაშისთვის “რუსთავი 2-ის” 100% -იანი წილის გადაფორმება არ უნდა განეხორციელებინა.
ბობოხიძემ ვანო მერაბიშვილის საქმე გაიხსენა.
“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვიმოქმედოთ იმ ლოგიკითაც, რა ლოგიკასაც გვთავაზობს ხელისუფლება და ჩვენ ვიხსენებთ ვანო მერაბიშვილის საქმეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებმა შემოგვთავაზა სტანდარტი: რომ დიდი პალატის განხილვამდე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ არ ჰქონოდა არანაირი რეაქცია. ზუსტად იმავეს ვთავაზობდით ახლაც და ვამბობდით, რომ არსებობს დიდ პალატაში გასაჩივრების დრო და ვადა, ამიტომ ხელისუფლება ნუ იმოქმედებს, ნუ იჩქარებს, თუმცა მათ თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთეს – დაარეგისტრირეს ქიბარ ხალვაშზე, თუმცა, როგორც მე ვიცი, “რუსთავი 2″, მისი გენერალური დირექტორი დავას არ წყვეტს, მას აქვს გარკვეული ბერკეტები პროცესებზე გავლენისა და ის ამ გავლენებს გამოიყენებს”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ამასთან, ბობოხიძე აცხადებს, რომ, სანდოობის თვალსაზრისით, თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები