სოფიო ქაცარავა: სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა მიიჩნევს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება “რუსთავი2-თან” დაკავშირებით უნდა აღსრულდეს, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა. მისივე განცხადებით, არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ, თითქოს, ვიღაცამ სასამართლო მოისყიდა ან რუსეთის გავლენას ჰქონდა ადგილი.
“ცალკეული პოლიტიკოსების რეაქცია და კომენტარები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია, განსაკუთრებით – სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდვაზე აპელირება ისევ,ე როგორც რუსეთის გავლენებზე ლაპარაკი. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები