გრიგოლ ვაშაძე: ვიდრე დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში “რუსთავი 2-ის” მფლობელი ვერ გახდება

“არასოდეს შემიტანია ეჭვი და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია”, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვიდრე დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მხარდამჭერებისა და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვინც სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს უპირველეს ღირებულებად, ბრძოლა გრძელდება და ჩვენ “რუსთავი 2-ს” არავის დავანებებთ. ჩვენ ამ ტელევიზიას აუცილებლად დავიცავთ ისევე, როგორც – სიტყვის თავისუფლებას. არაფერი არის დასრულებული, იქამდე არაფერი დასრულდება, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ არჩევნებს და არ შევწყვეტთ იმ უმსგავსობას, რომელიც ამ სახელმწიფოში ხდება. ეჭვი არასოდეს შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები