ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2-ის“ მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველმა, პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.
განცხადებით ხალვაში ტელეკომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვს.
კონკრეტულად კი, განცხადების თანახმად, შესაცვლელი რეკვიზიტებია – პარტნიორის ცვლილება, წილის ცვლილება.
მის განცხადებას თან ერთვის მინდობილობა ქიბარ ხალვაშისგან და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დაადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები