პაატა სალია: ნიკა გვარამიას განცხადება, რომ არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლება, სამართლებრივი ნონსენსია

ნიკა გვარამიას გაცხადებას, რომ ის კომპანიამ დაიქირავა და “რუსთავი 2-ის” დირექტორის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და გვარამიას სავარაუდო შემცვლელი, პაატა სალია ეხმაურება.

მისი თქმით, ტელეკომპანიის ამჟამინდელი დირექტორის განცხადება აბსურდულია.
ამასთან, სალიამ არხთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, პირველ ყოვლისა, აუცილებელია კომპანიაში არსებული ვითარების შესწავლა.
„ნიკა გვარამიას განცხადება, რომ არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლება, სამართლებრივი ნონსენსია. წინასწარ არ ვიცი, რა ხელშეკრულება შეადგინა, ამას, ალბათ, ვნახავთ, როცა საშუალება მოგვეცემა და სამართლებრივ ნაწილზე გავაკეთებთ კომენტარს. ნაადრევია, ვისაუბრო კონკრეტულად გეგმებზე. პირველ ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რა გვხვდება კომპანიაში, მატერიალური და ფინანსური თვალსაზრისით, ასევე, ვალდებულებების ნაწილში, რაც შემიძლია, ცალსახად ვთქვა და ამაზე ქიბარ ხალვაშმა ცალსახა პოზიცია დააფიქსირა, რომ არანაირი ჩარევა, მითითება არ იქნება ჟურნალისტების მიმართ მათ საქმიანობაში. ისინი გააგრძელებენ საქმიანობას, როგორც მიიჩნევენ საჭიროდ. მე როგორც საქმიანობა მესახება მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებული და არა სამაუწყებლო ნაწილთან“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები