გიორგი ბარამიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ივანიშვილის ფულსა და პუტინის გავლენებს უკავშირებს

გიორგი ბარამიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით “პირდაპირ პუტინია ინფორმირებული”.

„დიდი მეამიტობა იქნებოდა, გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, მაგრამ არა გადაწყვეტილება, რომელმაც სასოწარკვეთაში უნდა ჩაგვაგდოს. კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულ, უთანასწორო ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში ვართ მილიარდებსა და ძალიან სერიოზულ სახელმწიფო ბერკეტებთან, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ბოლო დროს. პირდაპირ პუტინია ინფორმირებული “რუსთავი 2-ზე”, იქედან ინსტრუქციებს იძლევიან და ძალიან დიდი მეამიტობა იქნებოდა, გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული და სახელმწიფო ბერკეტები, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩრდილი მივაყენო ევროპულ სასამართლოს. ჩვენი ბრძოლა, ყველა შემთხვევაში გაგრძელდება. დარწუნებული ვარ, “რუსთავი 2-ის” მართლა გმირული, პატრიოტული კოლექტივის ბრძოლა გაგრძელდება. აუცილებლად, წყალი არ გაუვა, თავისუფალ მედიასთან ერთად ეს ბევრად ადვილი არის, მაგრამ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი აუცილებლად მშვიდობიანად დასრულდება“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს” შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები