გიგი უგულავა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ქიბარი არ არის პიროვნება, ქიბარი არის პროგრამა – „ახევის“ სინონიმი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში არ არის პიროვნება, ის პროგრამაა – „ახევის“ სინონიმი“.

უგულავას განცხადებით, ხელები არავინ   უნდა ჩამოყაროს  იმიტომ, რომ ბრძოლა გრძელდება და მეტიც, გადამწყვეტ ფაზაში შედის.
„პირველი და მთავარი, რაც მინდა, რომ ვთქვა – ხელები არავინ არ უნდა ჩამოყაროს  იმიტომ, რომ ბრძოლა გრძელდება და მეტსაც გეტყვით, გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე არ მქონდა არავითარი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი გადაწყვეტილება რომც ყოფილიყო, იურიდიული უტიფრობა ეყოფოდათ წულუკიანსა და ივანიშვილს, რომ ქოთნისთვის ყური სხვა მიმართულებით მოერგო და წასულიყო ისე, როგორც მათ უნდათ. მათ არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რისი გაკეთებაც   უნდათ – “რუსთავი 2-ის” დანგრევა, აქ არსებული შემადგენლობის გაყრა. აქ უნდათ, შექმნან რუპორი, ჩვეულებრივინ სახელისუფლებო ტელევიზია. იჩქარებს ქიბარი და მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დასრულებას  იმიტომ, რომ ქიბარი არ არის პიროვნება, ქიბარი არის პროგრამა. ქიბარი არის „ახევის“ სინონიმი“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები