ნიკა გვარამია კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას არ ასახელებს
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას არ ასაჯაროებს. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა რაოდენობის თანხაზეა კონტრაქტში საუბარი, პასუხობს – “ძალიან ბევრზე”.
“ბევრზე ძალიან, მაგრამ ვერ გეტყვით. რა ვადაც მაქვს ამ კონტრაქტით, იმ ვადაში ვაპირებ დასრულებას. ამ ვადამდე კომპანიამ დირექტორად დამიქირავა და გარანტიები მომცა, მე ამაზე უარის თქმას არ ვაპირებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.