ნიკა გვარამია: მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში გვაქვს გასაჩივრების უფლება, რომელსაც გამოვიყენებთ

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც არხი აუცილებლად გამოიყენებს.
„იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არცთუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ. დანარჩენ შემთხვევებში დაუშვებლად დაშვების გამო ჩაკეტა გასაჩივრების უფლება. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ და ვერანაირ ეჭვს შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ, მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები