ედიშერ გვენეტაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება

„ეს არის ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ქართული მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს უდიდესი გამარჯვება. ვყალიბდებით დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ.
​სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით:

• საქმეზე „რუსთავი 2“ – საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ! • საქმეზე „ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ – გაიმარჯვა საქართველომ! • სტრასბურგის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2-სა“ და მის მფლობელებთან მიმართებით, საქმის არცერთ ნაწილში  არანაირი დარღვევას  ჰქონია ადგილი! • ეს საქმე, პრაქტიკულად, ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი იყო, რომელიც ქართულმა სასამართლომ დიდი წარმატებით ჩააბარა!• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისის გადაწყვეტილებით გვეუბნება, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით. • ეს არის ჩვენი მართლმსაჯულების სიტემის უდიდესი აღიარება!“, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები