ჯანდაცვის მინისტრი – პატრიარქზე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია

“ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოდინამიკის დასტაბილურებამდე კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია.

„ესაა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამ მომენტში, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები სტაბილურად იყოს შენარჩუნებული, რაც ახლა მედიკამენტოზურადაა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა დაკვირვების ქვეშაა, ინტენსიურად მიმდინარეობს მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღიდგინოს ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობისთვის.

ახლა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა უკავშირდება კუჭში არსებულ ასე ვთქვათ წყლულოვან პათოლოგიას, საიდანაც იყო სისხლდენა, შესაბამისად, მოხდა დაუყოვნებლივი ჩარევა და ამ ჩარევის შედეგად სისხლდენა იქნა გაჩერებული. ამგვარად, ეს რეანიმაციული ღონისძიებები არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამ წუთს. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ განსაკუთრებულია ყურადღებაც, მეთვალყურეობაც და ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება ჩქარა აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. ჩატარდა სამედიცინო მანიპულაციები და მოხერხდა რომ გაჩერებულიყო სისხლდენა“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები