გიორგი ვოლსკი – „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: გაწერილია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების ცვლილებას
“გაწერილია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების ცვლილებას,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
“იმდენად უარგუმენტოა ყველა პრეტენზია, რომელიც საქართველოს მიმართ გამოითქვა, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება მოგვიწევს. არსებობს პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც გაწერილია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენს სცენარს ვეძახით და ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების დაკნინებას იმდენად, რომ ამას გარკვეული შედეგები მოყვეს; კონკრეტულად, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გარეშე და შემდგომ უკვე იმ გეგმის რეალიზაცია, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიის და საერთოდ საქართველოს გამოყენება ამ გლობალური დაპირისპირების სხვადასხვა სცენარში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.