ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე“: როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი

“როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი,”- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “ეუთოს მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადად არის დაფუძნებული, ასე ვთქვათ, მონაყოლზე და თვითონ დოკუმენტის ავტორიც ამბობს – „მე ვვარაუდობ, თუ ეს მოყვანილი ფაქტები სიმართლეა…“ – ანუ დაშვებებს აკეთებს, ვერცერთ შემთხვევაში ის ვერ საუბრობს მტკიცებით ფორმაში. როდესაც ჩვენ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტზე გვაქვს საუბარი, იქ ფაქტები და მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი. ვარაუდზე დაფუძნებით დოკუმენტები არ დგება, მით უმეტეს არ დგება ასგვერდიანი დოკუმენტები 72 საათის შუალედში“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

შეგახსენებთ, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები