გია ვოლსკი “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ სამართლიანობის თემაზე კითხვები არ არსებობს

0

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მოსარჩელე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა.

მისივე შეფასებით, საზოგადოებაში სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს
„სტრასბურგის გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც   უნდა ჰქონოდა. ამჯერად, დადასტურდა ის, რომ შეჩერების მექანიზმი მოიხსნა დღის წესრიგიდან და დადასტურდა ის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ. სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
სახელმწიფოსა და “რუსთავი 2-ს” შორის დავა დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში მართებულად იქნა ცნობილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს” შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი