ნიკა გვარამია თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე: ეს ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი(ვიდეო)

0

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, – ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ  აქვს, ვინ იქნება “რუსთავი 2-ის” მმართველი. ეს არის ჩემი კონტრაქტი, რომელშიც წერია, რომ მე მაქვს გარანტიები. ეს არის ლეგიტიმური. ერთადერთ შემთხვევაში წავალ, თუ ჩემს ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს ამის სურვილი ექნებათ, სხვაგვარად მე თანამდებობას არ დავტოვებ. იდავეთ კონტრაქტზე, კი ბატონო, მაგრამ ამ კონტრაქტის მიხედვით მე არ ვარ დამოკიდებული არცერთ ხელმძღვანელზე. ეს ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი”, – აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ  ტელეკომპანიის ხელმძღვანლად ის ნიკა გვარამიას არ დატოვებას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი