მამუკა მდინარაძე: ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი

ფრაქცია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა მართლმსაჯულებამ “საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი” ჩააბარა.
მისივე თქმით, ის, რომ გადაწყვეტილებას, პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობა დაეთანხმა, ნიშანდობლივი საკითხია.
“დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი. შეიძლება ითქვას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება “რუსთავი 2-სა” და მის ამჟამინდელ მფლობელებს, ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის ნიშნები არ ყოფილა.

მეორე შეჩერების მექანიზმი, რომელიც აღსრულებას შეეხებოდა, მოხსნილი და გაუქმებულია. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს” შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები