ირაკლი ლატარია: ჩემმა საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ იმ ოჯახის წევრნი, რომელსაც ჰქვია ევროპა

0

„ჩემმა საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ იმ ოჯახის წევრნი, რომელსაც ჰქვია ევროპა“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„მიუხედავად ამდენი მტრისა, მიუხედავად ამდენი საბოტაჟისა, მიუხედავად ამდენი ბრძოლისა, მიუხედავად ამდენი მოთმინებისა, მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მიუხედავად ამდენი ტყუილისა, მიუხედავად ამდენი ცილისწამებისა, მიუხედავად ამდენი შეურაცხყოფისა, მიუხედავად ამდენი სირცხვილისა…
ჩემმა საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ იმ ოჯახის წევრნი, რომელსაც ჰქვია: ევროპა“, – წერს ირაკლი ლატარია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
​სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ი“ს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2-ს“ შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

კომენტარები

კომენტარი