თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო “რუსთავი2- ის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა(ვიდეო)

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო სრულად “რუსთავი2- ის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთხმად დადგინდა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანაშვილებისა და “ტვსაქართველოს” სამართლიანი სასამართლოს უფლებაც.
“ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წელის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად ცნო სრულად “რუსთავი2- ის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი ძმები ყარამანაშვილების და “ტვსაქართველოს” საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანაშვილებისა და “ტვსაქართველოს” სამსართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს. ერთხმად დაუშვებლად ცნო სამივე მომჩივანის ძმები ყარამანაშილებისა და “ტვსაქართველოს”​ სამართლიანი სასამართლოს არაერთი პრეტენზია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები