დუმაში პუტინის სასარგებლოდ კონსტიტუციის შეცვლას გეგმავენ

რუსეთის დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
ვოლოდინის იდეების შესახებ სტატია საპარლამენტო გაზეთში გამოქვეყნდა.
პოლიტიკოსი კანონმდებლებს სთავაზობს, რომ სახელმწიფო დუმა რუსეთის მთავრობის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა.
ამავე შინაარსის იდეა მან აპრილში გაახმოვანა და აღნიშნა, რომ დეპუტატებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, მთავრობის ფორმირებაში იყვნენ ჩართული.
ივლისში Bloomberg-მა დაწერა, რომ კრემლში სახელმწიფო დუმის უფლებამოსილების გაზრდაზე ფიქრობენ, რომ ვლადიმირ პუტინმა 2024 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ, გეგმის თანახმად, პუტინი კვლავ დაიკავებს პრემიერმინისტრის თანამდებობას, პრეზიდენტის უფლებამოსილება კი მნიშვნელოვნად შეიკვეცება, სახელმწიფო დუმა  მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვს გაზრდის.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვოლოდინის გეგმა სწორედ იმას ისახავს მიზნად,   დუმას მიეცეს შესაძლებლობა, პრემიერმინისტრი დანიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები