დავით ჭიჭინაძე: კოალიციური მთავრობა უკვე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 2016 წლამდე – ვნახეთ, რომ შედეგი დიდად ვერ გამოიღო

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე კოალიციური მთავრობის შესაძლო ჩამოყალიბებაზე მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება.
ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მსგავს ფორმატში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს.
“2020 წლისთვის გამოცხადებული კოალიციური მთავრობა, შესაბამისად, განვითარების მოდელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა შესთავაზონ, დღეს არც „ქართულ ოცნებას“ აქვს და არც იმ ძალებს, რომლებსაც მოიაზრებენ ამ კოალიციურ მთავრობაში.
ამიტომ, არ მგონია, რომ ამ ფორმატში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით ვინმემ რამე შეძლოს ქვეყნისთვის სასიკეთოდ და, მით უმეტეს, რადიკალური ცვლილებებისთვის.
პირადად მე არ ვაპირებ მსგავს ფორმატში თანამშრომლობას იმიტომ რომ, მე ვთანამშრომლობ მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთვისაც სიტყვის, პირობის შესრულებაა მთავარი მიზანი.
ანუ, ზოგადად, ძალიან ფუნდამენტალური ცვლილებებია განსახორციელებელი,
„ქართულმა ოცნებამ“ კი, სამწუხაროდ, ყველაფერზე უარი თქვა.
თვითონ კოალიციური მთავრობა კი, სხვადასხვა შემადგენლობის პარტიებისგან, უკვე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 2016 წლამდე. ვნახეთ, რომ შედეგი დიდად ვერ გამოიღო და ფინალში მაინც ერთპარტიული მთავრობისკენ წავიდნენ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები