როგორ დაესხნენ თავს დღეს დაკავებული პირები პარლამენტის წინ სამართალდამცველებს – შსს კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ 3 პირი დააკავა.
როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
შსს შესაბამის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები