ბიძინა ივანიშვილი: სექტემბრიდან „ქართული ოცნებიდან“ მაქსიმალური რაოდენობა მოახერხებს რეგიონებში გასვლასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას

“სექტემბრიდან „ქართული ოცნებიდან“ მაქსიმალური რაოდენობა მოახერხებს რეგიონებში გასვლასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს და მათთან ერთად დაისახება არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.
„ჯერ საჯაროდ არ განგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივი ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან უკვე გასულია რეგიონებში, უფრო მეტად – მთიან რეგიონებში და სექტემბრიდან გაცილებით მეტად აქტიურები ვიქნებით. მაქსიმალური რაოდენობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან თუ პარლამენტიდან, საკრებულოებიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლასა და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას. მათთან გვექნება ძალიან ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რეგიონებში ყველას აშფოთებს გზა, წყალი, კანალიზაცია და სხვა. ჩვენ მათთან ერთად დავიხვეწებით გამოყოფილი თანხების ეფექტურად გამოყენებაში. მოვახერხებთ, რომ წლის ბოლომდე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციებით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ცნობისათვის, დღეს ბათუმში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პარტიული შეხვედრა გამართა, სადაც „ქართული ოცნების“ რეგიონულ ხელმძღვანელად თორნიკე რიჟვაძე აირჩიეს. შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები