არჩილ თალაკვაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
“ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლეიენს ვულოცავ გამორჩეულად საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობაზე – ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას.
ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი და მხარდამჭერია. გვწამს, რომ, ახალი პრეზიდენტის თაოსნობით, ევროკომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას.
წარმატებებს ვუსურვებ ურსულა ფონ დერ ლეიენს ამ უმნიშვნელოვანესი ევროპული ინსტიტუციის ხელმძღვანელობასა და მსოფლიო კეთილდღეობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევისთვის საქმიანობაში”, – ნათქვამია მილოცვის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები