ბიძინა ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ და თუ არა, „ნაცმოძრაობის“ გარდა, ალბათ ყველასთან ვითანამშრომლებთ

0

არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ და თუ არა, (და ამის ალბათობა არსებობს), „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ალბათ ყველასთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ამას პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას.
“პროპორციული სისტემის დაშვება 2020 წლიდან უკვე გულისხმობს იმას, რომ ალბათობა რომ ერთმა პარტიამ, მათ რიცხვში “ქართულმა ოცნებამ” გადალახოს 50 პროცენტიანი ბარიერი, იქნება რთული, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მაგრამ არა აუცილებელი. ის, რომ მეტმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა მართვაზე და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, პროპორციული სისტემა უკეთესად გაუკეთებს რეალიზებას. ჩვენ ეს მივიღეთ თითქმის მოულოდნელად, თუმცა 2024 წელს უნდა ყოფილიყო. ამის მიზეზი კარგად ავხსენი ჩემს განცხადებაში. მზაობა იგრძნობა ახალგაზრდების მხრიდან, მათ აქვთ სურვილი ჩართულობის. მეტი პარტია ჩაერთოს, მეტი პასუხისმგებლობა იყოს, მეტმა გაიზიაროს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წელს უმრავლესობითაც მოვიდეთ და თუ არა, (და ამის ალბათობა არსებობს), „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩვენ ვითანამშრომლებთ ალბათ ყველასთან. ვისთან და როგორ, ამაზე 2020 წელს ვისაუბროთ, როდესაც გამოიკვეთება. ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი