შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი – თეიმურაზ კეკელიძე, ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის წარმომადგენელი – გუსტავ ვრომენი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი – როზარია პუგლისი.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
ნინო ჯავახაძემ მადლობა გადაუხადა ნატო-ს წარმომადგენლებს, ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები