სერგეი ლავროვი საქართველოსთან საჰაერო სივრცის აღდგენის პირობებს ასახელებს

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველო გაიაზრებს იმ საფრთხეს, რომელიც ანტირუსული ისტერიის გაღვივებას მოჰყვება და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხები აღარ იარსებებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამის შემდეგ შეიქმნება წინაპირობა და ავიამიმოსვლის აღდგენა გახდება შესაძლებელი.
„საქართველოს მთავრობისგან ველოდებით უსწრაფეს გააზრებას იმისა, რომ ანტირუსული ისტერიის გაღვივება ზარალისმომტანი და საფრთხისშემცვლელია. ბოლოსდაბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ხელისუფლებამ იპოვოს საკუთარ თავში ძალა და დაგმოს ერთ-ერთი ტელეარხის სამარცხვინო გამოხტომა რუსეთის პრეზიდენტის მისამართით, რამაც ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია”, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობა – საქართველოს შიდა საქმეა და მოსკოვი ამ პროცესში ჩარევას არ აპირებს.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებას შეძლებს და რუსეთის მოქალაქეების მიმართ საფრთხეების არიდება მოხერხდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, შეიქმნება საჭირო წინაპირობა რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, მათ შორის – ავიამიმოსვლის ჩათვლით. გვსურს, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ ქართველი და რუსი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები