რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის  დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.
მისი თქმით, 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ აუცილებელ 35 დასახელების მედიკამენტს შეძენას პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც 1 ლარად შეძლებენ.
„მედიკამენტების მისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯი არის რეალური შეღავათი ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს.
მინდა გამოვეხმაურო და პოზიტიურად შევაფასო საქრთველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელი ინიციატივა, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებებს უკავშირდება. გაფართოვდა სამიზნე ჯგუფი და ამიერიდან ყველაზე გავრცელებული 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ აუცილებელ 35 დასახელების მედიკამენტს შეძენას სოციალურად დაუცველი ადამიანების გარდა, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად შეძლებენ. მსგავსი გადაწყვეტილებები პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფასა და კეთილდღეობაზე.
ჯანმრთელობის მისაწვდომობა და სამედიცინო სერვისების ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა, სადაც 2012 წლის შემდეგ ყველამ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიეთ. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს, უფრო მეტ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს პროგრამაში და მედიკამენტების შესაძენად გადადებული თანხა, საჭიროებისამებრ, სხვა მიმართულებით მოიხმაროს“, – წერს რატი იონათამიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები