სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი მნიშვნელობა სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელობას, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტაბილურ და უსაფრთხო გზასა და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს.
შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე. მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო ფორმატი ამყარებს სამ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას, განვითარებასა და უსაფრთხოებას”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცესპიკერი – ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი – რამაზ ნიკოლაიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები