ყაზბეგში ყინულის ნაპრალში ტურისტი ჩავარდა – მაშველებმა ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს(ვიდეო)

მაშველებმა ყაზბეგში 4000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა.
“ლიეტუველი ტურისტის დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ყაზბეგის სამაშველო ჯგუფი.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები