გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობა” აცხადებს, რომ ადამიანების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, კადრებში კი ჩანს, როგორ უტევენ ეს ადამიანები პოლიციელებს

“თუკი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, მაშინ გარკვეული აღიარებაცაა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო ორგანიზებული თავდამსხმელთა ჯგუფი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას.
“როგორც გავიგეთ, ჩვენი ოპონენტი, მე ვიტყოდი – საქართველოს ოპონენტი, “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ადამიანების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. კადრებში კი ჩანს, როგორ უტევენ ეს ადამიანები პოლიციელებს, არღვევენ კანონს და პოლიციელების მიმართ ძალადობენ იმ მიზნით, რომ პარლამენტში შემოჭრილიყვნენ. თუკი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, მაშინ გარკვეული აღიარებაცაა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო ორგანიზებული თავდამსხმელთა ჯგუფი. არ ვუჭერ მხარს არცერთ განცხადებას, სანამ ზუსტი არგუმენტები არ იქნება პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი სასამართლოში და სამართლის მიერ არ იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები