დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.
როგორც “კვირას” საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვაშინგტონში გასამართ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, უმსაპინძლებს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მინისტერიალზე განხილული იქნება თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, რელიგიურ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზები.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის უცხოელ კოლეგებთან.
ვიზიტის ფარგლებში 18 ივლისს  ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) თანამშრომლობისა და პარტნიორობისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები