ომბუდსმენი თინა ბოკუჩავასა და ინგა გრიგოლიას მისამართით გაჟღერებულ კომენტარებს ეხმაურება – “გამოთქმული მოსაზრებები არ ეფუძნება პროფესიულ კრიტიკას”

საქართველოს სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების მომრავლებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მხრიდან.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ შორის, აღსანიშნავია პოლიტიკოს თინათინ ბოკუჩავასა და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული სექსისტური მოსაზრებები.
“საქართველოს სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების მომრავლებას პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მხრიდან, მათ შორის, აღსანიშნავია პოლიტიკოს თინათინ ბოკუჩავასა და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული სექსისტური მოსაზრებები.საგანგაშოა, რომ სექსისტური ფრაზების ავტორები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები, მათ შორის, არჩევითი ორგანოების – პარლამენტისა და საკრებულოების წევრი კაცები არიან. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ეფუძნება ობიექტურ, პროფესიულ კრიტიკას, არამედ განპირობებულია გენდერული სტერეოტიპებით და აქცენტს მსხვერპლის სქესსა და სექსუალობაზე აკეთებს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები