ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანში, ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები, თანამშრომლობის საკითხები და გამოწვევები განიხილეს.
„უკვე მეორე წელია, ვატარებთ ამ ფორმატს, რომელიც საუკეთესო პლატფორმაა სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ჩართულობით, საერთო საკითხებისა და გამოწვევების, ასევე, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განსახილველად. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ფორმატის განვითარებასა და გაფართოებაზე. მომავალ წელს ვგეგმავთ მორიგი შეხვედრის ჩატარებასა და წლის განმავლობაში ფორმატის ფარგლებში ერთობლივად მიღწეული შედეგების განხილვას“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები