გია აბაშიძე: ვფიქრობ, ის დროა, რომ IRI-ს სათაო ოფისმა საველე სამუშაობითვის სხვა რეალიზატორ ადგილობრივ ორგანიზაციაზე იფიქროს

ექსპერტი გია აბაშიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებულ IRI-ის ბოლო კვლევას  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აბაშიძის შეფასებით, არავის სურს, ამ “კვლევების” ტირაჟირებით საზოგადოებაში ცრუ აღქმების, მოგონილი რეალობის შექმნის მცდელობით, გაღვივდეს უარყოფითი განწყობები ამერიკული ორგანიზაციებისადმი:
„რ2-ისადმი ნებსით თუ უნებლიედ ‘გაჟონილ’ კვლევებზედ:
როგორ უნდა დავწერო/ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით, აქაურ ‘ჟირინოვსკის’, კლოუნ შალიკოს ‘საკრარულად’ 41% და იგივე 41% აქვს მიწერილი დავით უსუფაშვილს. დავიჯერო მისმა რეიტინგმა ასე რადიკალურად იმატა გასული წლის საპერეზიდენტო არჩევნების შემდეგ? თავად უხერხულში ხომ არ იქნება ამ ‘მაჩვენებლით’ ბატონი დავითი?ვხედავთ ასევე, რომ რევანშისტი ნაცმოს დეგრადაციასთან ერთად, ხდება მათთან აფილირებული ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობოს თვითდაზიანება – ცრუ, მოჩვენებითი რეალობის შექმნის მცდელობა ფრიად დამაზიანებელია. ადრე თუ გვიან ფართოდ აშკარავდება.როგორაა ის საქმე, რომ თუ ყველა ბოლო არჩევნებში ნაცმოძი აგებს და საერთაშორისო დამკვირვებლები ერთსულოვნად ამბობენ – იყო დარღვევები, ხარვეზები მაგრამ შედეგებზე ვერ აისახებოდა და ამ დროს ასეთ კვლევებში ნაცმო ‘ზენიტშია’?რ2-ის საფეიკნიუსერი ‘დაზგიდან’ არაერთხელ გვინახავს „იპსოს რასია-უკრაინას“, CRRC-ის ე.წ. კვლევები, „ჩეთემჰაუსის“ ბრენდის ქვეშ შეფუთული ვინმე გერასიმოვას აბსურდული შეფასება და ა.შ. მერე კი არჩევნებმა სულ სხვა მოცემულობა დავგანახეს.ვფიქრობ, ის დროა, რომ IRI-ს სათაო ოფისმა, საველე სამუშაობითვის სხვა რეალიზატორ ადგილობრივ ორგანიზაციაზე იფიქროს. ამას დიდი ხანია აქ მომუშავე უცხოელი მიმომხილველებიც ამბობენ კულუარულად. ნამდვილად არავის სურს ამ ‘კვლევების’ ტირაჟირებით, საზოგადოებაში ცრუ აღქმების, მოგონილი რეალობის შექმნის მცდელობით, გაღვივდეს უარყოფითი განწყობები ამერიკული ორგანიზაციებისადმი. ორი ქვეყნის – აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ეს ნამდვილად არ სჭირდება არც ახლა და არც მომავალში“, – წერს გია აბაშიძე.
​ცნობისთვის, “კურიერმა” მოიპოვა კვლევა, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ არის ჩატარებული. კვლევა 15 ივნისამდე, “გავრილოვის ღამემდე” 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით “ქართული ოცნების” მხარდაჭერა 26%-ს არ აღემატება მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. “პატრიოტთა ალიანსის” 5%, “ლეიბორისტული პარტია” – ასევე, 5%. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა, ამ მონაცემებით, ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები