ზაალ ანჯაფარიძე: ველოდები IRI-ს რეაქციას, ბოლოსდაბოლოს, საქმე მის იმიჯს ეხება
IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-მა” გაავრცელა, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა გრძელდება, თუმცა – ძალიან კომიკური ფორმით – ისე, რომ IRI-ს ოფისს არანაირი პრეზენტაცია გაუკეთებია, რ-2მა ამ ორგანიზაციის მიერ არავინ უწყის როდის ჩატარებული “კვლევის” შედეგები გამოაქვეყნა და ჰოი საოცრებავ: რეიტინგებში “ლიდერობს” დავით ბაქრაძე, რომელმაც ბოლო არჩევნებში 10% მიიღო, ხოლო დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი, რომლებიც წინა კვლევებში ნდობის ველშიც კი არ იყვნენ მოხვედრილი, 41-41% იქნენ “დასაჩუქრებულნი”. სხვა “მარგალიტებზე” საუბარი, უბრალოდ, უხერხულია.
ის მაინც ვერ გაბედეს, რომ “ნაცმოძრაობა” რეიტინგების ლიდერად გამოეყვანათ და ისევ მეორე ადგილზე დატოვეს, “ოცნების” შემდეგ.
ველოდები IRI-ს რეაქციას. ბოლოსდაბოლოს, საქმე მის იმიჯს ეხება”, – წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.