„გაზგამანაწილებელმა“ ჭავჭავაძეზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყო

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის I კორპუსიდან ატენის ქუჩის კუთხემდე არსებული 200-მილიმეტრიანი დიამეტრის ამორტიზირებული, 1960 წელს აშენებული ფოლადის გაზსადენი 315-მილიმეტრიანი დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენით შეიცვლება, რომლის სიგრძე 1000 მეტრია.
არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში იცვლება ცენტრალური გაზსადენი და არსებულ გაზსადენზე დაერთებული ყველა განშტოება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები