აკაკი ზოიძე: მიკროსკოპის ქვეშ უნდა გატარდეს თითოეული კანდიდატი, ვისაც მხარს დავუჭერთ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს სხვადასხვა კომპონენტით უნდა არჩევდეს, რათა კითხვები არ იყოს.
მისი თქმით, კანდიდატები შესაძლოა, იდეალურები არ იყვნენ, თუმცა ისინი უნდა შეფასდნენ პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, კვალიფიციურობისა და რეპუტაციის მიხედვით.
„შეიძლება, გარკვეულ დასკვნებში ან პოლიტიკურ შეფასებებში ჩემს კოლეგებსა და არამოსამართლეწევრებს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ დღევანდელ შეხვედრას დავესწარი, რათა პასუხები მქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებისა და კრიტერიუმების მიმართ კითხვა არ იყოს. თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ გადაწყვეტილება მიღებული თავისუფალი კენჭისყრით უნდა იყოს სამი კრიტერიუმის მიხედვით – პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, კვალიფიციურობისა და რეპუტაციის თვალსაზრისით.
მინდა, კითხვები მოისმინო. მეორე თემაა რამდენად ობიექტური და სუბიექტური კითხვებია, მაგრამ მიკროსკოპის ქვეშ უნდა გატარდეს თითოეული კანდიდატი, ვისაც მხარს დავუჭერთ. თუ იქნება ხუთი-შვიდი ღირსეული კანდიდატი, უნდა დაინიშნოს და დანარჩენზე უარი ვთქვათ. შემდეგ ეს პროცესი ან თავიდან უნდა დაიწყოს, ან საკითხი შემდეგი მოწვევის პარლამენტმა გადაწყვიტოს. თუ 16 ღირსეული კანდიდატი იქნება, პასუხები ამომწურავი იქნება, თუმცა არ მგონია, რომ 20 იდეალური კანდიდატი მოვძებნოთ. ჩემთვის მთავარია არა არითმეტიკა, არამედ – ის ადამიანები, ვისაც მხარს დავუჭერთ. როცა ჩვენთან კანდიდატები მოვლენ მიკროსკოპის ქვეშ გავატარებთ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები