ზაზა გაბუნია: ამაყი ვარ, რომ სკოლებში “დედაენის” დაბრუნების საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე

“ამაყი ვარ, რომ სკოლებში დედაენის დაბრუნების საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა

„მე ამაყი ვარ, რომ სკოლებში დედაენის დაბრუნების საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე. მე დავპირდი ჩვენს ხალხს, რომ სექტემბრიდან იაკობ გოგებაშვილის “დედაენა” შევიდოდა სკოლებში და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა მომზადებულმა კანონის პროექტმა, კანონად ქცევის შემდეგ შექმნა საკანონმდებლო გარანტიები “დედაენის” ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში დაბრუნებისთვის, სკოლებში დაბრუნებისთვის! “აი ია”-ს, ამ გენიალური პალინდრომის პრინციპზე აგებული “დედაენა”, იაკობ გოგებაშვილის “დედაენა”, მისი მეთოდით და ინტელექტუალური ძალით შექმნილი “დედაენა” შევა სკოლებში, ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა და ყველას ვულოცავ ამას. საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღეს!”, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები